"მიტოვებული მშენებლობები ქუჩებში ანტისანიტარიის მიზეზი ხდება"
ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ნადირაძემ საკრებულოს სხდომაზე ქალაქში დაწყებული და გაჭიანურებული მშენებლობების საკითხი დასვა. ის ინიციატივითაც კი გამოვიდა, რომ საპრივატიზაციო პირობებში შესაბამისი ცვლილება შევიდეს, რომელიც მეწარმეებს დაავალდებულებს, რომ დროულად დაასრულონ მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორია არ დააბინძურონ.
დეპუტატის განმარტებით, ბევრ ადგილზე ხდება შესყიდული ობიექტის მშენებლობის მოტოვება, რის შედეგადაც დანაგვიანებული რჩება ქუჩა. ასეთად მან ვარლამიშვილის ქუჩაზე შეჩერებული მშენებლობა დაასახელა. „საშინელი მდგომარეობაა სანიტარული კუთხით, მშენებლობა შეჩერებულია, დაბინძურებული მიმდებარე ტერიტორია, რაც ადგილობრივებს აწუხებთ“,-აღნიშნა ნადირაძემ.
შოთა მურღულიას განმარტებით, აღნიშნული საკითხით დაინტერესდებიან: „მოგეხსენებათ, ჩვენ ქალაქის ცენტრში ობიექტებს იმ შემთხვევაში ვასხვისებთ, თუ კონკრეტულ დროში მოხდება მშენებლობის დასრულებაა და ეს არ გაიწელება დროში. ამასთან, აუცილებელია სანიტარული ნორმების დაცვა“,-განაცხადა ქალაქის მერმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















