|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რა გეპოზიორება და რა მხატვრობა მოგინდა, ქალაქი თავზე გექცევა"

ქუთაისში გზებზე არსებულ მდგომარეობას მოსახლეობა აპროტესტებს. რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, რამდენიმე თვეა  დაზიანებულია გზის საფარი და წყალი იქცევა.

მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველო". პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ხელისუფლება სამუშაოების არასწორად შესრულებაში დაადანაშაულა.

"ჭიღვარიამ გააგრძელა მურღულიას ხელობა, არაფერი შეუცვლია თუ არ გააუარესა. მთელი ქალაქი გადათხრილია, ტურისტულმა სეზონმა ამ მდგომარეობაში გაიარა. რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე თვეა დაიწყო სამუშაოები და ვერ დასრულდა. წყალქცევაა და არავინ ინტერესდება თურქული კომპანიის მუშაობით. მივმართავ ჭიღვარიას, რა გეპოზიორება და რაის მხატვრობა მოგინდა,  ქალაქი თავზე გექცევა, დაანებე პოზიორობას თავი და ქალაქს მიხედე, თორემ მურღულიას გაყინული თევზი მივუყვანე და შენ ცოცხალს მოგიყვან ", -განაცხადა გოგი წულაიამ.

რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო. წყალგაყვანილობის სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანია "SMK' ასრულებს. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიას ვადებში დარღვევები უფუქსირდება, რის გამოც არაერთხელ დაჯარიმდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა