მიწების რეგისტრაცია ფასიანი გახდა
2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა დასრულდა და აღარ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის ბოლო იყო განსაზღვრული.
ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წლიდან დაწყებული რეფორმაა, რომლის მიზანს ქვეყნის მასშტაბით მიწის ნაკვეთების სისტემური აზომვა, საკადასტრო სამუშაოების ჩატარება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენდა.
პროგრამის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. ამასთან, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გაფორმება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, რეგისტრაციის შესაძლებლობა სპორადული წესით 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ.
სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე ხორციელდება და მომსახურება ფასიანია. ხოლო სისტემური წესით რეგისტრაციის შემთხვევაში პროცესი კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად მიმდინარეობდა. საჯარო რეესტრის სააგენტო თავად აგროვებდა ყველა საჭირო ინფორმაციას, საკადასტრო სამუშაოებს ადგილზე ახორციელებდა და მომსახურება მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იყო.
სისტემური პროგრამის დასრულების შემდეგ, მიწის რეგისტრაციის მსურველებს პროცედურის გავლა მხოლოდ ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე და შესაბამისი საფასურის გადახდით მოუწევთ.
რაც შეეხება საფასურს, ტარიფი საქართველოს მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს. ამასთან, ფასმა არ უნდა გადააჭარბოს სააგენტოს მომსახურების მოქმედი უმაღლესი ტარიფის ორმაგ ოდენობას.
ავტორი:


19:44
20:29
13:05
















