|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მიწისქვეშა პარკირების არარსებობა ქუთაისის ტრაგედიაა"

წულაიამ რუსთაველის გამზირ N5-ში მშენებარე "დანკინ დონატსი " და "ვედნისის" მიწისქვეშა პარკირების გარეშე მშენებლობა გააპროტესტა, ქუთაისში უმეტეს შენობებზე მანქანების სადგომების არქონას კი ტრაგედია უწოდა.

"ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ფიქრობს ჩვენი მერია ამ ქალაქის მომავალზე. რამდენჯერმე ბრიფინგი გავმართე ამის თაობაზე და წერილიც მივწერე მერიას, მაგრამ არაფერი  მიპასუხეს. მიწისქვეშა პარკირების არარსებობა ტრაგედიაა, ეს ქუთაისის პრობლემაა. ამ შენობას ჯერ კიდევ შეიძლება ეშველოს და გაუკეთდეს მიწისქვეშა პარკირება",- განაცხადა გოგი წულაიამ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა ამის  საპასუხოდ განაცხადა, რომ წულაია ცრუობს, "ვენდისსა" და "დანკინ დონატს" ავტოსადგომები აქვს. ჭეეიშვილმა განმარტა ისიც, რომ ყველა შენობა, რომელსაც პარკირება სჭირდება, შესაბამისად პროექტება.

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა