"რეგიონს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გუნდი ყავს"-გივი ჭიჭინაძე
ქუთაისის ახალი მერის მიერ საქმიანობის დაწყებას იმერეთის გუნერნატორი ეხმიანება. გივი ჭიჭინაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ რეგიონს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გუნდი ყავს.
"დღეიდან, ქუთაისის მერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას გიორგი ჭიღვარია შეუდგა. უკვე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა სრულფასოვნად დაიწყეს დაკისრებული მისიების შესრულება. მიხარია, რომ იმერეთის რეგიონს ყავს გუნდი, რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეების კეთილდღეობასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. განსაკუთრებულად ვულოცავ გამარჯვებას იმერეთის რეგიონის 12 არჩეულ მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებულ საქმიანობას. ჩვენმა მოსახლეობამ ღირსეული არჩევანი გააკეთა და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი გაამართლებს იმედებს და ყველა დანაპირებს შეასრულებს. თავდაუზოგავი და გუნდური მუშაობის შედეგად, ჩვენი მხარე მომავალ წელს გაცილებით დიდ პროგრესს მიაღწევს და მჯერა, რომ ამ საქმეში თქვენ ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ"–განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, იმერეთის თორმეტსავე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















