„მიხარია, რომ საქართველოს ისტორიულ ქალაქში ვართ"-ბაიარ შაჰინი
„მიხარია, რომ საქართველოს ისტორიულ ქალაქში ვარ, ვიცი, როგორი მსმენელია აქ და როგორ ტაშს დაგიკრავენ" ,–ამ სიტყვებით მიესალმა მომღერალი ბაიარ შაჰინი მესხიშვილის დარბაზში შეკრებილ ქუთაისელ მსმენელს, სადაც ლაზური მუსიკის კონცერტი გაიმართა. სცენაზე ლაზი და თურქი მომღერლების შესრულებით ქართული, ლაზური, მეგრული და თურქული სიმღერები შესრულდა.
ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) მუსიკალურ ნომრებს შორის ქუთაისელ მსმენელს მის მიერ შესრულებული სიმღერების ისტორიასა და ქართულ–ლაზური ურთიერთობაზე უამბობდა.
„ქუთაისში მესამედ ვარ და დიდი სითბო და სალამი ჩამოგიტანეთ. დიდ მადლობა, რომ ამ სიცხეში ჩვენთან ერთად ხართ, 10 წელია სცენაზე ვარდა ძალიან ვღელავ, რადგან მაგარი ტაში მოდის დარბაზიდან"–განაცხადა ბაიარ შაჰინმა.
მასთან ერთად მესხიშვილის სცენაზე იდგა მისი სამი ქალიშვილი, რომელთაც მუსიკალური ანსამბლი „სამი და“ ჩამოაყალიბეს. მათ მამასთან ერთად რამდენიმე კომპოზიცია შეასრულეს. მესხიშვილის სცენაზე ქუთაისელი მსმენელისთვის იმღერა მომღერალ ქაზიმ ქოიუნჯუს ძმამ ნიაზ ქოიუნჯუმ, რომელმაც მსმენელს აპლოდისმენტებისთვის მადლობა გადაუხადა.
კონცერტი მერიის დაფინანსებით და საკრებულოს დეპუტატის ირმა პეტრიაშვილის ორგანიზებით გაიმართა. მისი ორგანიზებით ქუთაისში მოწვეულნი იყვნენ თურქეთის ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები: დამლა შაჰინი, იუდუმ შაჰინი, გოჰან ოზკანი, ოკან სუბაში, მუსტაფა იენერკოლი, ისმეთ ქიზილი, ბახტიარ არიჩა, ბეჟან წინწალაშვილი. ირმა პეტრიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ლაზური ხელოვნებასა და შემოქმედებას, ლაზური კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციას. კონცერტი „წლის კალენდარული ღონისძიებების“ ფარგლებში იმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















