მიხეილ სააკაშვილი წლის პოლიტიკოსად აღიარეს
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში წლის პოლიტიკოსად აღიარეს. ექსპერტებს შორის სოციოლოგიური გამოკითხვა ფონდმა "დემოკრატიულმა ინიციატივამ" ჩაატარა, რომლის თანახმად, ოდესის გუბერნატორი ყველაზე წარმატებულ ფიგურად აღიარეს. ის 29 ხმით პირველ ადგილზეა და წინ უწრებს უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
პეტრო პოროშენკოს მხარი - 22-მა, არსენი იაცენუკს კი 18–მა ექსპერტმა დაუჭირა. წლის წარმატებული პოლიტიკოსების სიაში მოხვდნენ იულია ტიმოშენკო და ოლეგ ლიაშკოც.
გამოკითხვის თანახმად, უკრაინის წარმატებად წელს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების დაწყებას მიიჩნევენ.
გამოკითხვა 28 დეკემბერს ჩატარდა და მასში 58 ექსპერტი მონაწილეობდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















