"მიზეზებს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვეძებთ, თუმცა მაინც მენტალური პრობლემაა"
"მიზეზებს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვეძებთ, თუმცა მაინც მენტალური პრობლემაა, რომ მოსახლეობის ნაწილი ვერ გამოვიდა იმ განცდიდან, რომ საერთო საკუთრების, ლიფტის, სადარბაზოს, სახურავის, სარდაფის თუ ეზოს მოვლა-პატრონობა მათ მოვალეობას არ წარმოადგენს", -განაცხადა ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ.
მან საკრებულოს საბინაო სამსახურის 8 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, სამსახური 15 პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი თანხა იხარჯება. არაბიძის თქმით, წელს აღნიშნული თანხა შემცირდა, თუმცა პროგრამების რაოდენობა არ შემცირებულა. გასულ წელს საბინაო პრობლემებისათვის 3 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი იყო განკუთვნილი.
პროგრამების ნაწილი 100 პროცენტით ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნაწილი კი 90/10 % , ან 80 / 20% თანადაფინანსებით ხორციელდება, თუმცა ხშირად მოსახლეობის მხრიდან თანხის გადახდა პრობლემა ხდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















