|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, სავარაუდოდ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით.

დაკავებულმა ბიკე კასიმოვამ სასამართლოს წინაშე არ ისაუბრა. ადვოკატოს თქმით, დაკავებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, თუმცა ამ ეტაპზე პატიმრობას ეთანხმებიან.

რა შუამდგომლობას დააყენებენ მომდევნო პროცესზე,  ეს ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა მძიმეა, არაა გამორიცხული,  ფსიქიატრიული ექსპერტიის ჩატარება მოითხოვონ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი