"მნიშვნელოვანია რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგი"-კობა გვენეტაძე
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ქუთაისში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ კობა გვენეტაძე ჟურნალისტებს შეხვდა.
მისი განცხადებით, ბანკი სხდომების გამართვას რეგიონებში იწყებს, რასაც საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რეგიონებში ბიზნეს წარმომადგენლებთან დიალოგი, მათთვის ჩვენი გადაწყვეტილების ახსნა“, -განაცხადა გვენეტაძემ. მისი განცხადებით, დღეს შეხვედრა გაიმართება ადგილობრივი ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ასევე შეხვედრა გაიმართბა სტუდენტებთან აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, სადაც მოხდება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის დადება, რაც შემდგომში უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ცოდნის გაღრმავებას მოემსახურება.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, დღევანდელ შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და ის 6.75 %-ით განისაზღვრა.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა თავის მხრივ დაკავშირებულია ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაზე. გვენეტაძის განცხადებით, 2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. ბანკის ოპტიმისტური გათვლებით კი, 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება.
2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა.
ბანკის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა ექსპორტის მიმართულებით. 2016 წლის მეოთხე კვარტალში საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური კლება ზრდით შეიცვალა. თუმცა, ამასთანავე გაიზარდა იმპორტიც, რამაც გააუარესა წმინდა ექსპორტი. ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ასევე, 2015 წელთან შედარებით მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ“.
კობა გვენეტაძემ ასევე პასუხი გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს, რომლებიც გალარების, ონლაინსესხების და ფინანსური პირამიდის საკითხებს შეეხებოდა.
გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის კანონმდებლობა არ არეგულირებს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც იყო ფინანსური კომპანია - შპს ,,საქართველო“, ამიტომაც არის, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან დროდადრო კეთდებოდა განცხადებები. "მოსახლეობამ აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ ვის ანდობს თავის ფულს. რა წერია კონტრაქტში, რა ვალდებულებს იღებს ის მხარე, ვინც სესხს იღებს. ვფიქრობ, რომ ამისთვის ყურადღების მიქცევა იქნება საფუძველი იმისა, რომ ასეთი პირამიდები არ მოქმედებდეს და არ დაიკარგოს ის დანაზოგები, რაც მოსახლეობას აქვს“ , - განაცხადა გვენეტაძემ.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















