ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ რაგბის მოედანი აღარ აშენდება?
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ, სარაგბო სტადიონის მშენებლობა ჯერჯერობით არ დაწყებულა. პროექტის პრეზენტაცია გასული წლის სექტემბერში გაიმართა. სტადიონზე 2017 წლის მსოფლიო რაგბის თამაშები მოეწყობა. მოეწსრება თუ არა მშენებლობა ჩემპიონატამდე, ამ კითხვით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მივმართეთ. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო ჩაკვეტაძემ „ნიუპრესთან“ საუბრისას განაცხადა, მოედნის პროექტში რაღაც ცვლილებებია, თუმცა ეს მშენებლობას ხელს არ შეუშლის.
„აუცილებლად აშენდება რაგბის მოედანი იქ, სადაც დაგეგმილი იყო და რა თქმა უნდა, 2017 წლის ჩემპიონატისთვის სამუშაოები დასრულებული იქნება. ამ დროისთვის უმნიშვნელო ცვლილებებია, რიომელზეც განცხადებას რამდენიმე დღეში გავაკეთებთ. ცვლილებები არ შეეხება სტადიონების მშენებლობას", -აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, 2017 წლის 31 მაისს თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















