|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მობილურზე საუბრისთვის 1672 მძღოლი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მობილურზე საუბრის ფაქტებმა რადიკალურად იკლო და აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტებმა, 1-დან 7 ივლისის ჩათვლით 1769-ით იკლო.

კერძოდ, ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ საპატრულო პოლიციამ მობილურზე საუბრისთვის 1672 მძღოლი დააჯარიმა. კანონმდებლობის თანახმად ავტომანქანით გადაადგილებისას მობილურზე საუბრისთვის მძღოლს მართვის მოწმობაზე 15 ქულა აკლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1-დან 7 ივლისის ჩათვლით დაფიქსირებული მონაცემები, 24-30 ივნისს დაფიქსირებულ სამართალდარღვევების რაოდენობას შეადარა. ამ მაჩვენებლების თანახმად, 100- ქულიანი სისტემის ამოქმედებამდე მობილურით კომუნიკაციისთვის 3441 ჯარიმა დაიწერა.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა