|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოედანი სავალალო მდგომარეობაშია"–"ტორპედოს" პრეზიდენტი

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალი მოთამაშები ჰყავს.  რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში  ახალწვეულთა წარდგენა მოეწყო. “ტორპედოს" გუნდის შემადგენლობას 5 ახალი ფეხბურთელი დაემატა.

"ტორპედოს" ახალმა პრეზიდენტმა არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, პირველი წრის განმავლობაში გუნდმა მნიშვენლოვანი ქულები დაკარგა, რაც  აღარ უნდა განმეორდეს. მისივე განცხადებით, მოედანი სავალალო მდგომარეობაშია. გამომდინარე აქედან, შვიდი საშინაო მატჩის ნაცვალად, "ტორპედოს"  მოედანზე ხუთი გაიმართება, ორი თამაშს კი გასვლაზე ითამაშებენ.

19 თებერვალს ქუთაისის “ტორპედოს" გუნდი, მატჩს მარტვილში "მერანთან" გამართავს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი