29-30 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
მომავალი კვირის დასაწყისში სინოპტიკოსები საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ ზრდას არ პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში გრილი მასების შემოსვლის შედეგად, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, 38 -39 გრადუსამდე დაფიქსირდება.
ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან წვიმა შესაძლოა ხვალ დღისითაც იყოს.
ხვალ დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 გრადუსი, ხოლო კახეთში – 36 გრადუსი.
მომავალი კვირის დასაწყისშიც საქართველოში ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ზრდას არ პროგნოზირებენ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















