|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ბესიკ ადამია ვენეციის კომისიას მხარდაჭერისათვის მიმართავს

 "მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის, LLL"-ის  დამფუძნელი ბესიკ ადამია ვენეციის კომისიას მხარდაჭერისათვის მიმართავს. დეპუტატების საქმიანობის ქულებით შეფასების იდეის ავტორი განმარტავს, რომ თავისი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა. 

"ვენეციის კომისიას მივმართავ მხარდაჭერისათვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს პარლამენტის თავმჯდომარეს სახელზე გაგზავნილ ჩემს ინიციატივას. ჩემი იდეის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველს უნდა მიეცეს 2 ბიულეტენი, საიდანაც  ერთით ხმა მის რჩეულ კანდიდატს უნდა მისცეს, ხოლო მეორე ბიულეტენით შეაფასოს მოქმედი,  ანუ წინა არჩევნებზე არჩეული პარლამენტარი. იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი დადებითი შეფასების 50%-იან  ზღვარს ვერ გადალახავს, მას არ დაენიშნოს საპარლამენტო პენსია.  ამ  ე.წ. შეფასება - ლუსტრაციით ქვეყნის ბიუჯეტიც დაიზოგება, ამასთანავე  პარლამენტარებს მიეცემათ სტიმული, მეტად მოინდომონ ამომრჩევლის ნდობის გამართლება", -აცხადებს ბესიკ ადამია.  

ცნობისთვის,  ბესიკ ადამიამ 2013 წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტი დაამარცხა, რითაც უპარტიო, ანუ დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატებისათვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისათვის წინასწარ 5000 ლარის დადების ვალდებულება მოეხსნათ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა