ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები სკვერში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
ბუხაიძის # 19–ში მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვს. მოქალაქეები კორპუსის სკვერში, რომელიც წლების წინ გასხვისდა, მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. აღნიშნულ თემაზე განცხადება საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა. მისი განცხადებით, ადგილობრივმა თვითთმართველობამ უნდა გამოასწოროს წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომა და სკვერის მფლობელს ალტერნატიული ადგილი შესთავაზოს. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ინიციატივა, მართლაც კარგია, თუმცა აღნიშნულ წინადადებაზე უნდა წამოვიდეს სკვერის კანონიერი მფლობელი.
„ძალიან კარგია, თუ აღნიშნულ ინიციატივას დათანხმდება სკვერის კანონიერი მფლობელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს ვერ დავარღვევთ. ქალაქი ზარალდება, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ აღნიშნული წინადადებაზე წამოვიდეს ობიექტის მფლობელი. ეს მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული“,–აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ქალაქის მერმა ბუხაიძის #19–ში მცხოვრებლებს დაპირდა, რომ სკვერის მფლობელს მათთან ერთად შეხვდებოდა და აღნიშნულ თემაზე გაესაუბრება.
შეგახსენებთ, ბუხაიძეს მცხოვრებლებმა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით არაერთი აქცია მოაწყვეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
















