|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოქალაქეები „სპეციალური სერვისების“ წინააღმდეგ [PHOTO]

ქუთაისის ქუჩების ნაწილი ამ დრომდე გაუწმენდავია. გაუწმენდავი გზების გამო მოქალაქეები მერიას ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, თვითმმართველობა ვერ ახერხებს წელიწადში ერთხელ თოვლისაგან  გაასუფთაოს გზები.

„რა ევალებათ მეტი, ზამთარში გზის გაწმენდა თოვლისგან, აბა გზებს, რომ ვერ აგებენ, მივეჩვიეთ. რა ხდება ქუჩებში, ვითომ გაიწმინდა ცენტრალური გზები, ესეც მხოლოდ იმიტომაა გაწმენდილი, რომ ავტომობილები მოძრაობდნენ და მათ გაწმინდეს. თუ მერიამ გაწმინდა რუსთაველის გზა, რატომ არ გაწმინდეს ავტობუსების გაჩერება, სადაც მოქალაქეებმა უნდა იმოძრაონ,“-განაცხადა ციცო აბაზაძემ.

გაუწმენდავია ფალიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხი, რომელიც ცენტრალური ბაზრის შესასვლელს წარმოადგენს. ადგილზე მყოფთა განცხადებით, ავტომობილების მოძრაობა თითქმის შეუძლებელია.

გზების გაწმენდის სამუშაოები მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ პრეროგატივაა. როგორც ააიპში აცხადებდნენ,  ყველა ცენტრალური და მიმდებარე ქუჩა იწმინდება.

 

 

 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა