|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოქალაქემ, რომელიც აცხადებს, რომ 1 კილო ოქრო დაკარდა, პროკურატურასთან თვითდაზიანება მიიყენა

ქუთაისის პროკურატურასთან მოქალაქემ წუხელ თვითდაზიანება მიიყენა. მზია მამრიკიშვილს დაზიანებები ხელებზე აქვს. მას პირველადო დახმარება კლინიკაში აღმოუჩინეს.

როგორც დაზარალებული აცხადებს, ის პროკურატურაში მის ქონებასთან დაკავშორებული დავის გასარკვევად და პროტესტის ნიშნად შიმშილობის დასაწყებად მივიდა, თუმცა მას ადგილზე შიმშილობის უფლება არ მისცეს, რის გამოც დაზიანებები მიიყენა.

მზია მამრიკიშვიკის თქმით, მას ერთი კგ ოქრო დაეკარგა და მისი ქონების მითვისებელი, ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაახლოებულია, როს გამოც ქონების დაბრუნებას ვერ ახერხებს.

 როგორც მზია მამრიკიშვილი აცხადებს, ოქროს ბირჟაზე მუშაობდა, სადაც  ადგილი იმ პირისგან  ქონდა დაქირავებული, ვისაც მისი ოქროს მითვისაბაში ადანაშაულებს.  

მამრიკიშვილის თქმით, გამოძიებას 12 წელი უშედეგოდ ითხოვს.

ავტორი: ნიუპრესი