|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში სარემონტო სამუშაოები იგეგმება

ქუთაისის თვითმმართველობაში მოქალაქეთა მიღების ოპტიმიზაციის მიზნით ცვლილება იგეგმება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციული შენობაში კანცელარიის ე. წ. „ღია ფანჯრის“ პრინციპით მოწყობისათვის, ადმინისტრაციული შენობის ზოგიერთი ფართის სარემონტო სამუშაოები მოეწყობა, რისთვისაც, მერიამ 121 691 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.  აღნიშნულ თანხაში ასევე მოხდება  „უქიმერიონის“ ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში სველი წერტილის მოწყობაც.

მიმწოდებელმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციული შენობაში სარემონტო სამუშაოები და „უქიმერიონის“ ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში სველი წერტილის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი