მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს. როგორც საქმის პროკურორმა ვალერი კუჭიხიძემ განაცხადა, საქალაქო სასამართლოს განაჩენი რამდენიმე დღის წინ ჩაბარდათ. მისი თქმით, მათი სარჩელი სააპელაციოში უახლოეს დღეებში შევა.
"სასამართლოსგან განაჩენი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ჩაგვბარდა, მიუხედავად ამისა, ვმუშაობთ და აუცილებლად მივმართავთ სააპელციო სასამართლოს და პროცესი გაგრძელდება"-განაცხადა ვალერი კუჭუხიძემ.
30 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის პროკურატურას ერთთვიანი ვადა ქონდა.
პროცესების სააპელაციო სასამართლოში გაგრძელებას ელოდება მერაბ კვირიკაშვიის ადვოკატიც. მისი თქმით, ქონდა მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებდა.
შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ, თითქმის ოთხწლიანი პროცესების შემდეგ მორაგბე უდანაშაულოდ ცნო.
საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















