|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

ტემპერატურა დღისით დაბლობში 10-15 გრადუსი იქნება. კოლხეთის დაბლობზე იქროლებს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.

1-ელ იანვარს ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსი იქნება; ღამით - 1-6 გრადუსი. მთაში ღამით -1;-6; მაღალმთაში -8;-3 გრადუსი.

2 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი და ყინვები შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი, 3 იანვარს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა