წვიმა ელჭექით - მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში დღეს, საღამოდან კვლავ ნალექს ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კავკასიონის ქედის დასავლეთ ნაწილში, დღეს მთელი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება. ძლიერი ნალექია მოსალოდნელი აფხაზეთში, რის გამოც გამორიცხული არ არის მდინარეებში წყლის დონემ მოიმატოს.
„კავკასიონის ქედის დასავლეთ ნაწილში, დღეს მთელი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 16:00 საათის შემდეგ იწვიმებს, განსაკუთრებით სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე ნალექის რაოდენობა მოიმატებს. ამჟამად აფხაზეთში ძლიერი წვიმაა. მდინარეები, რომლებიც სათავეს აფხაზეთში იღებენ, შესაძლოა, ამ მდინარეებში წყლის ნაკადმა მოიმატოს. საღამოს საათებში მთელ კავკასიონის ქედზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. დროგამოშვებით გაძლიერდება ქარი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 22-27 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 34-35 გრადუსი" - განაცხადეს სააგენტოში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















