მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ტემპერატურა 36-38 გრადუსამდე აიწევს.
ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელია 18 ივლისის ჩათვლით.
თბილისში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 31-33 გრადუსი იქნება, ხოლო 17-18 ივლისს შესაძლოა ტემპერატურამ 35 გრადუსამდე მოიმატოს.
საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა იქნება 30-დან 35 გრადუსამდე.
17 ივლისს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი.
18 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 36 გრადუსამდე აიწევს. ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















