|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მომატება.

 5 თებერვალს  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა იყოს მცირე წვიმა, მთაში ღამით მოთოვს.

6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა ზოგიერთ რაიონში იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ღამით ითოვებს.

4-6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-12 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6-8 გრადუსი იქნება.

ღამით ყინვები შემცირდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა