მოსალოდნელია ძლიერი ქარი - 9-11 ივლისის ამინდის პროგნოზი
9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +27, +29, გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გორში და ცხინვალში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა შიდა ქართლში +34,+36 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში +37,+39 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+34 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+34 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +21, +23, გრადუსი იქნება.
ავტორი: ნიუპრესი