მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი ქარი - ამინდი საქართველოში
მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი ქარი - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა


12:22
16:05
13:33
12:21
















