|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მზია ამაღლობელი ისევ შუშის საკანში დააბრუნა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც 11 ნოემბერს, მზია ამაღლობელს შემინული სივრციდან გამოსვლის და ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლება მისცა, დღევანდელ სხდომაზე ისევ უკან შეაბრუნა.
მარგველაშვილის განმარტებით, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა სხვა პატიმრების მიმართ.
"სამწუხაროდ, ისევ შუშის საკნიდან მიწევს საუბარი, თუმცა, სასამართლოს ახალ შემადგენლობასთან. თუმცა, ბრალდებულის არა, უკვე მსჯავრდებულის სტატუსით. მინდა ვთქვა, რომ მიუღებლობა მაქვს ამ სტატუსთან", - ასე დაიწყო საუბარი მზია ამაღლობელმა სხდომაზე, რომლის შემდეგაც მოსამართლემ მას შემინული სივრციდან გამოსვლის ნება მისცა.
 10-თვიანი პატიმრობის განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მზია ამაღლობელი სხდომაზე ადვოკატების გვერდით დაჯდა. ყველა სხვა პროცესზე, ის საათების განმავლობაში იდგა ფეხზე და არ ჯდებოდა ბრალდებულის სკამზე.
მარგველაშვილმა დღევანდელი სხდომაც 24-კაციან დარბაზში ჩაატარა და არა უფრო დიდში, როგორც ამის პირობა 11 ნოემბრის სხდომაზე დადო.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა