ქუთაისში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება ვერ გამოაფხიზლა
ქუთაისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარი პროგრამა "კორპურისთვის" არის გამოყოფილი. პროგრამა თავის თავში რამდენიმე კომპონენტს შეიცავს. მიმართვიანობის შემთხვევაში თანადაფინასების პრინციპით შესაძლებელია ეზოების, შიდა გზების, სახურავების, ლიფტების, სადარბაზოებისა და პარაპეტების მოწესრიგება. მიუხედავად იმისა, რომ პარაპეტების მოსაწესრიგებლად მერია 90%-ს აფინასებს, აღნიშნული საკითხით არცერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ დაინტერესებულა.
იანვარის დასაწყისში, ქუთაისში 4 წლს ბავშვის სიცოცხლე, სწორედ პარაპეტის ნგრევამ შეიწირა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავდნენ, მოსახლეობა პარაპეტების მოწესრიგებას არ ითხოვს, მერია კი კერძო საკუთრებაში თვითნებურად ვერ ჩაერევა.
"ნიუპრესი" დაინტერესდა, მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ თუ დაინტერესდა მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებით. როგორც საბინაო სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის მერიაში კორპუსების პარაპატების მოწესრიგების შესახებ არც ერთი მოთხოვნა არ შესულა.
„ჩვენც გვაინტერესებდა, მოგვმართავდნენ თუ არა ამ საკითხით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაინტერესება კვლავ ნულია. უკვე ორი წელია, ბიუჯეტში ჩაისვა აღნიშნული საკითხი, მაგრამ არავინ იაზრებს ამ პროექის მნიშვნელობას. იმისათვის, რომ მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება, პროგრამა „კორპუსის“ წესდებაში შევიტანეთ ცვლილება, რაც თავის თავში გულისხმობს ბინის მცხოვრებლების ჩართულობას. თუ ამ დრომდე, რაიმე ინიციატივის წარმოსადგენად მხოლოდ ბინის ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერა იყო საჭირო, ახლა აუცილებელი გახდა 2/3–ის თანხმობა. ვიმედოვნებთ, რომ ამ ცვლილებით მოხდება ინფორმირებულობა და მოსახლეობა მისი ბინის პრიორიტეტებს თავად გადაწყვეტს“,–აცხადებს ნაკაშიძე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















