|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოსახლეობას ნამდვილად სჭირდება გვერდით მდგომი თვითმმართველობა"-ირაკლი შენგელია

"საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება" - ასე აფასებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით.

შენგელიას თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ნამდვილად სჭრიდება გვერდით მდგომი თვითმმართველობა, რომელსაც მუდამ ახსოვს, თუ საიდან მოდის მისი ძალაუფლება.

"საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რეგიონალურ დონეზე პარტიული პოლიტიკის გაძლიერებისთვის. პარტიული სტრუქტურის გაძლიერება ნიშნავს მეტ კომუნიკაციასა და ანგარიშვალდებულებას მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლს, პარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აქტუალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პარტიის აქტიური მუშაობა განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შესრულებული საქმიანობის ხარისხს. მოსახლეობას ნამდვილად სჭრიდება გვერდით მდგომი თვითმმართველობა, რომელსაც მუდამ ახსოვს, თუ საიდან მოდის მათი ძალაუფლება", - წერია ირაკლი შენგელიას ოფიციალურ facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ოლქში ხელშეუხებლობის განცდაა გაჩენილი, რაც დაუშვებელია და მომავალში ამას „ხალხთან ერთად პარტია გააკონტროლებს“.

 

ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველობების ხელმძღვანელებზე - ზოგიერთმა დაიჯერა, რომ ხელშეუხებლები არიან

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა