|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია ქუთაისის მერიას სატელეფონო საუბრების მოსმენაში ადანაშაულებს

ქუთაისში მიქელაძე-მეველის პირველ შესახვევის მცხოვრებლების აქცია მერიის თანამშრომლების თანდასწრებით გაიმართა.

მოსახლეობის  პროტესტს პარტია "თავისუფალი საქართველო" უერთდებოდა. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მერია მისი გეგმების შესახებ სატელეფონო მოსმენებით იგებს და აქციების ჩაშაშლელად მოსახლეობასთან მიდის.

"პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩემს დაანონსებულ ამბავზე მოდიან, მასწრებენ და ცდილობენ, მოსახლეობასთან პრობლემა მოაგვარონ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მომმართა მოსახლეობამ, დავგეგმეთ აქცია და მერიის თანამშრომლებმა მოგვასწრეს", -განაცხადა გოგი წულაიამ.

ადგილობროვები ქუჩაზე გზის მოწყობას ითხოვენ. მათი განმარტებით, საგზაო  ინფრასტრუქტურა წლებია, არ მოწესრიგებულა.

აქციაზე მერის წარმომადგენელი უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა ჭელიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, ტენდერი გზის მოწყობაზე 19 აპრილს გამოცხადდება და გზაც მოწესრიგდება.

ამავდროულად, მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული გზის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო მონაცემებით, მიქელაძე-მეველის პირველ შესახვევის მოსაწყობად ტენდერი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გამოცხადდა და 19 აპრილს წინადადებების მიღება დაიწყება.  ტენდერის ღირებულება 122 950 ლარია.

 ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა