|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსკოვში "პერვი კანალის" ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს

მოსკოვის ოლქის პოლიციამ "პერვი კანალის" ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა დააკავა. ინფორმაცია ჟურნალისტის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

როგორც იუწყებიან, პოლიციამ ჟურნალისტი საკუთარ სახლთან დააკავა.

15 ივლისს მარინა ოვსიანიკოვამ მოსკოვში, კრემლის სიახლოვეს საპროტესტო პერფორმანსი გამართა. მას ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით: "პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?"

14 მარტს, საღამოს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" ეთერში, რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა შევიდა, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "არა ომს. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. თქვენ აქ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ".

კადრში გამოჩენიდან მალევე, მარინა ოვსიანიკოვა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა