ახალგაზრდობის პარკში გზების მოსაწყობად ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის შიდა გზის რეაბილიტაცია მოხდება. გზებზე ბეტონის დაწნეხილი დეკორატიული ფილები მოეწყობა. აღნიშნულისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. მიმწოდებელმა სამუშაოები 517 000 ლარად უნდა შეასრულოს.
მიმწოდებელი ვალდებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის შიდა გზის ბეტონის დაწნეხილი ჩამკეტწახნაგიანი, ხაოიანი ზედაპირის მქონე დეკორატიული ფილებით მოწყობის სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 80 დღის განმავლობაში, ასევე ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში.
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი მერიის ააიპია. მისი ბიუჯეტი 195 000 ლარია, საიდანაც 121 000 სახელფასო ფონდია. პარკს 22 თანამშრომელი ჰყავს. საკუთარი შემოსავალი 5–6 ათას ლარამდე მერყეობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















