"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შესაძლოა, უჩივლონ
"გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველოს" კახიანაურის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი დაუშვილი მათი საარჩევნო პალკატების დაზიანებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მათი პლაკატები დააზიანეს და ზედ "ქართული ოცნების" პლაკატები გადააკრეს. ფაქტის შესასწავლად არასამთავრობო ორგანიზაცია საოლქო კომისიას მიმართავს.
"კახიანაურის ერთ-ერთ უბანში ჩვენი პლაკატები ჩამოხიეს და ზედ ელენე არჩაიას და გიორგი ჭიღვარიას პლაკატები გადააკრეს. როცა ფაქტს შევესწარი ერთ-ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელიც აღმოჩნდა შემთხვევით იქ და განაცხადა, რომ სააგიტაციო მასალის არაკანონიერად გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა და აუცილებლად შეიტანდნენ საჩივარს ცესკოში"-განაცხადა დაუშვილმა
დაუშვილი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ელეონორა არჩაიას მიმართავს, რომ მისმა აქტივისტებმა მსგავსი ფაქტი აღარ გაიმეორონ.
ფაქტს არ ადასტურებენ "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში.
"საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-7 პრიმა მუხლის მოთხოვნათა დარღვევას კატეგორიულად ვუარვყოფთ. ,,ქართული ოცნება" კატეგორიულად ემიჯნება მსგავს ქმედებებს. პარტიის ინტერესებში შედის, რომ ქალაქში წინასაარჩევნო გარემო მშვიდ და თანაბარ კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობდეს და ყველა მონაწილე სუბიექტს ჰქონდეს მისი სააგიტაციო მასალის, კანონით დადგენილ ადგილებში თანაბრად განთავსების საშუალება,"-განაცხადეს საარჩევნო შტაბში.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















