" მოვუწოდებ ქალაქის მერს, ყველა საბავშვო ბაღი აიყვანოს პირად კონტროლზე" (აუდიო)
"ალბათ, ყველას გვახსოვს, როგორ აპროტესტებდა მოქმედი ხელისუფლება, როდესაც 4 კაციან კამერაში იყო 50 პატიმარი, მაგრამ ამ პროტესტის და აღშფოთების უნარი წაერთვათ, როგორც კი თვითონ დაჯდნენ სკამებზე. ახლა უარესი სიტუაცია გვაქვს. ბაღში, რომელიც 20 ბავშვზეა გათვალისწინებული, 50 - 60 ბავშვს ათავსებენ. კატასტროფული მდგომარეობაა ავანგარდში, ვაკისუბანში, ავტოქარხნაში და თითქმის ყველა უბანში."
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაიამ აქცია საბავშვო ბაღების გადატვირთულობას და მოზარდების არაკომფორთულ გარემოში ყოფნასთან დაკავშირებით გამართა. წულაიას თქმით, ეს არის დანაშაული ბავშვების, მშობლებისა და ქვეყნის წინაშე. ის მურღულიას მოუწოდებს ყველა საბავშვო ბაღი აიყვანოს კონტროლზე და დროულად დაიწყოს მთავრობის გადაყენება.
"ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ბრიფინგი მოვაწყვე და როგორც იქნა ავტოქარხანაში დაიწყეს ბაღის მშენებლობა, მაგრამ აქ იჩინა თავი მერის მეორე უხერხემლობამ. ტენდერებში აგებინებენ თავიანთ ნათესავებს და მეგობრებს. ტენდერის ასე ჩატარების შედეგად აშენდა შენობა, რომელიც უკვე გახსნილი უნდა იყო, მაგრამ დღემდე გაუხსნელია. ამ დროს ბავშვები იტანჯებიან ამ პირობებში. მოვუწოდებ ქალაქის მერს, ყველა საბავშვო ბაღი აიყვანოს პირად კონტროლზე. მიკვირს და შეშფოთებული ვარ, რომ არც ბაღის მასწავლებლებს და არც მშობლებს არ აქვთ პროტესტის გრძნობა, რომ გამოვიდნენ და ამის შესახებ თქვან",- განაცხადა წულაიამ.
გიგი წულაია მურღულიას მერიაში საკადრო ცვლილებებისაკენ მოუწოდებს.
წულაიას ბრალდებას მერიაში პასუხობენ. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, წულაია არაკომტეტენტურ განცხადებას ავრცელებს, რადგან ქალაქის მერია საბავშვო ბაღების მოწესრიგებას ახორციელებს.
„როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არაკომპეტუნტურ და ცრუ ინფორმაცის ავრცელებს გოგი წულაია. ქალაქში უკვე ააშენდა 2 ბაგა-ბაღი, სადაც მიმდინარეობს ინვენტარის შეტანა, ეზოების კეთილმოწყობა , გათბობის სისტემის დამონტაჟება. ასევე 3 ბაგა-ბაღზე ხდება მიშენება და 31- ბაღის კაპიტალური შეკეთება. ქუთაისში წლების მანძილზე არ განხორციელებულა სკოლამდელ დაწესებულებებში იმდენი სამუშაო რაც ბოლო ორ წელიწადში“–პასუხობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















