|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ღამის ქოთნები და პამპერსები მიიტანა [VIDEO]

ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების გაუმართაობას გააპროტესტეს. პარტია "თავისუფალმა საქართველომ" აქცია პერფორმანსი გაამართა და მერიაში ღამის ქოთნები და საფენები გაუგზავნა.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმართავია, რის გამოც ადგილობრივ მოსახლოებას და ტურისტებს პრობლემები ექმნებათ.

"საქველმოქმედო ორგანიზაციამ ამერიკიდან გამოაგზავნა ღამის ქოთნები და პამპერსები, რომლებსაც გადავცემთ მერიას. საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმართავია, ამიტომ გადავეცით მერს და მოვუწოდებთ დაურიგოს ტურისტებს და ამით მაინც მოვაგვაროთ პრობლემა. წარმატებაზე რომ გაქვს პრეტენზია, ერთი ტუალეტი მაინც უნდა გახსნა. დამპირდნენ, რომ თბილისისთვისაც გამოაგზავნიან და კალაძესაც გავუგზავნით", - განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტიის წევრებმა მერიას განცხადებით მიმართეს და ნივთების კანცელარიაში დატოვება სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა  ნივთები მერიაში არ შეატანინეს.

მერიაში წულაიას მოთხოვნებთან  დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა