"მოუწესრიგებელი შუქნიშნები ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება"
ქუთაისში გაუმართავი შუქნიშნები აქციის მიზეზი გახდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნიკეას ქუჩაზე აქცია გამართა და იქ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ორგანიზაციის წევრის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, როგორც მთელს ქალაქში, ისე ნიკეას ქუჩაზე, რომელიც მთავარი მაგისტრალია, მოუწესრიგებელია შუქნიშნები. მოუწესრიგებელი შუქნიშნების გამო საავარიო სიტუაციები იქმნება.
"შუქნიშნებია გამორთულია მთელს ქალაქში, პრობლემაა ყველა ქუჩაზე. დღეს ვიყავით ნიკეას ქუჩაზე, რომელიც მთავარი მაგისტრალია, მოწესრიგებელი შუქნიშნების გამო აქ ხშირად იქმნება საავარიო სიტუაცია, ეს არის მერიის მოვალეობა. მოვუწოდებთ მერს და თანამშრომლებს, გამოვიდნენ თბილი კაბინეტებიდან, მიხედონ ქუთაისს და მოსახლეობას", -განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.
ქუთაისში შუქნიშნების მოწესრიგების მიზნით მერიამ ახალი ააიპი შექმნა, რომელმაც ფუნქციონირება ერთი თვის წინ დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















