ქალაქის სტუმრებს საკუთარი ხარჯით ვერ გავუმასპინძლდები- შოთა მურღულია
ქუთაისის მერიის მიერ გაწეულ სარესტორნე ხარჯებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმა. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ჩამოსულ სტუმრებს საკუთარი ფინანსებით ვერ გაუმასპინძლდება.
„ქალაქში უამრავი ღონისძიება ჩატარდა, ამიტომ ეს ხარჯი ბუნებრივია. ორმაისობის ღონისძიება, „ტორპედოს“ იუბილე, რომელიც გრანდიოზულად აღინიშნა, ჩამოსულ სტუმრებს გამასპინძლება სჭირდება. თუ ვინმეს გონია, რომ ქალაქის მერი უნდა პატიჟებდეთ მათ, ეს თანხა მე არ მაქვს, არც ხელფასი მაქვს ამხელა. თუ ვინმეს გული წყდება, არანაირი პრობლემა არ არის, მოვიდეს და მივცემთ საშუალებას, თავად გაუმასპინძლდნენ ჩამოსულ სტუმრებს“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში 138 ათას ლარამდე გადაიხადა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაირიცხა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















