|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოხატე ქალაქი დედაენით"- კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისის მერიის და  ჟვანიას სკოლის მიერ გამოცხადებული კონკურსის  "მოხატე ქალაქი დედაენით" გამარჯვებულები მარიამ ქებურიას და თამარ წახნაკია გახდნენ. 

დედაენის დღის აღსანიშნავად გამოცხადებული კონკურის გამარჯვებულების ესკიზის მიხედვით  მონპლეზირის თაღთან არსებული კედელი მოიხატება.

„გადავწყვიტეთ მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ანბანზე და განათლებაზე, ისტორიული წერილებიდან წამოსულ ინსპირაციებზე და მრავალფეროვნებაზე“-განაცხადეს მხატვრებმა.

მათ ნამუშევარში შენარჩუნენდება კედლის პირველადი სახე და მოხდება აგურის შენობისა და თანამედროვე ნახატის სინთეზი. ასევე გამოყენებული ფერთა პალიტრა მორგებულია გარემოს იერსახეს.

გამარჯვებული ესკიზი სპეციალურმა კომიასიამ გამოავლინა. კომისიამ  გაითვალისწინა მხატვრების  როგორც ქვეყნის ასევე საერთაშორისო მასშტაბით  მიღებული გამოცდილება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა