"მოხდება ქვეწარმავლების დაფრთხობა, რადგან მათი მოკვლის უფლება არ გვაქვს"
ქვეწარმავლების დაფრთხობის პირობა მიიღეს წყალტუბოში მცხოვრებმა დევნილებმა. როგორც დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობაში აცხადებენ, მოხდება ქვეწარმავლების დაფრთხობა, რადგან მათი მოკვლის უფლება არ აქვთ.
წყალტუბოში, სანატორიუმებში მცხოვრები დევნილების განცხადებით, ისინი ყოველდღიურად ხედავენ ქვეწარმავალს შენობის მიმდებარედ.
ადგილობრივების განცხადებით, საფრთხის ქვეშ არიან როგორც დიდები, ასევე ბავშვები ბავშვები, რომლებიც ეზოში თამაშობენ. სანატორიუმ "მეგობრობაში" მცხოვრებთა თქმით, გაუწმენდავია როგორც სანატორიუმის სარდაფი, ასევე მიმდებარე ტერიტორია.
მათ დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობას, თუმცა ამ დრომდე სამუშაოები არ დაწყებულა.
"ორი კვირის წინ მივმართეთ, რომ ქვეწარმავლები მომრავლდნენ და მხოლოდ ახლა გამოაცხადეს ტენდერი, საფრთხის ქვეშ ვართ. ყოველდღე იჭერს კატა ქვეწარმავლებს და მხოლოდ მის იმედად ვართ, გვეუბნებიან, რომ შეწამლავენ, ადგილს კი ვერ გაწმენდენ, რადგან ეს მერიის პრეროგატივაა, მერიის იმფორმაციით კი მათ მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის გაწმენდა შეუძლი და ვართ ასეთ გაურკვევლობაში"- აცხადებენ ადგილობრივები.
დევნილთა სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გია სანთელაძის ინფორმაციით, მან უკვე აცნობა სამინისტროს, მიმართვის შემდეგ გამოცხადდა ტენდერი.
"მივმართე სამინისტროს და ვაცნობე მდგომარეობა, გამოცხადდა ტენდერი, ეს არის მოკლევადიანი ტენდერი და შვიდ დღეში გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც უახლოეს მომავლში დაიწყებს ტერიტორიის შეწამვლას. მოხდება როგორც ქვეწარმავლების, ასევე მღრღნელების საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე ქვეწარმავლების დაფრთხობა, რადგან მოკვლის უფლება არ გვაქვს, მხოლოდ დავაფრთხობთ, შეწამლულ ადგილზე არ დაბრუნდებიან", -განაცხადა დევნილთა სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გია სანთელაძემ.
რაც შეეხება ტერიტორიის გაწმენდას, სანთელზე განმარტავს, რომ ტერიტორიას რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა მერია გაწმენდს, თუმცა სანატორიუმები დევნილთა სამინისტროს ბალანსზეა. დევნილები სამინისტროს ყურადღების მოლოდინში რჩებიან და აცხადებენ, რომ არაერთი დაპირება მიუღათ, თუმცა ამ დრომდე პრობლემებში ცხოვრობენ"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















