|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი 28 წლის მამაკაცი რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. როგორც ჰოსპიტლის დირექტორი ირაკლი გოგინავა აცხადებს, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

"მამაკაცი შემოიყვანეს პოლიტრავმით, დაზიანებული ქონდა ელენთა, ღვიძლი, ძვლების მასიური ტრავმა ქონდა. ბარძაყი, წვივი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე წინა მხარი ქონდა მოტეხილი, ჩაუტარდა გადაუდებლად ინტრავენული სისხლდენის შეჩერება, ძვლების და მენჯის ფიქსაცია, წინა მხრის და ბარძაყის ფიქსაცია, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე ემუქრება"-განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გუშინ გადმოვარდა. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის მისული იყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა