"მშობლების როლის შემცირებამ გახადა თაობა უფრო ცივი და დაუნდობელი"
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, პრობლემის მიზეზი კომპლექსურია და ის ჩვენს საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ.
"პირველი - ეს არის, სიძულვილის ენა, რომელიც ასე სჭარბობს საზოგადოებაში. მაშინ როცა, ზრდასრულ ადამიანებსაც კი არ შეუძლიათ ადეკვატურად, აგრესიის გამოვლენის გარეშე მოისმინონ და მიიღონ განსხვავებული აზრი, რა გასაკვირია, თუ მოზარდებში, იგივე უფრო ემოციური და შედეგიც დანაშაულებრივია...
მე-2 მიზეზი - ქვეყანაში არსებული ის მძიმე სოციალური ფონია, რის გამოც უამრავი დედა ქვეყნის საზღვარგარეთ წავიდა სხვისი შვილების მომვლელებად, მაშინ როდესაც მათ შვილებს ფინანსებზე არანაკლებ დედის სითბო და სიყვარული ჭირდებათ. გამონაკლისი არც აქ დასაქმებული დედების მდგომარეობაა, რომლებიც ხშირად სათანადო დროს ვერ უთმობენ თავიანთი შვილების აღზრდას. შვილების აღზრდაში მშობლების როლის შემცირებამ გახდა თაობა უფრო ცივი და დაუნდობელი...
მე-3 მიზეზი განათლების სისტემაში არსებული ხარვეზია, რომელიც სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირებას ითვალისწინებს. მანდატური ხშირად სკოლის დარაჯის ფუნქციას ასრულებს. ფსიქოლოგის ინსტიტუტის დანერგვა და გაძლერება იქნება ბავშვების უსაფრთხოების გარანტი. სკოლებში პრობლემად იქცა სწავლების მე-12 წელიც, რომლის არაეფექტურმა სწავლების ფორმამ, ბავშვი არც მოსწავლეა და არც სკოლადამთავრებული, ზედმეტი "ტვირთი" აკიდა, როგორც მოსწავლეს, ისე მშობელს",-აცხადებს ნატო ქათამაძე.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















