ქუთაისში, მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ქუთაისში, მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები, საცხოვრებელ კორპუსებთან, ავტოქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ეგრეთწოდებული წიდას გადასამუშავებელი საწარმოს"ჯეო ინტერ ფრაისის" მუშაობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, საწარმოს მუშაობის დროს ქუჩები კვამლით და მტვერით იფარება, რაც მათი თქმით, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
აქციას, პარტია "თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატი გოგი წულაია შეუერთდა და ხელისუფლებას და საწარმოს ხელმძღვანელობას რეაგირებისკენ მოუწოდა.
" წიდას გადამუშავება საბჭოთა კავშირის დრო არ ხდებოდა, რადგან წიდა უხარისხო და დამაზიანებელია. ამჟამად მოსახლეობა კვამლში იხრჩობა და მათ სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ამ ყველაფერს რეაგირება უნდა მოჰყვეს"-განაცხადა წულაიამ
საწარმოს დაცვის უფროსი აცხადებს, რომ დღეს არასამუშაო დღეა და კომენტარი საწარმოს მხრიდამ ამ ეტაპზე ვერ გაკეთდება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















