|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ ტიტულის მფლობელი ელენე აბაშიძე 100 წლის გახდა

„მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ ტიტულის მფლობელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 100 წლის გახდა.  გამოჩენილ ქალბატონს იუბილე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში მიულოცეს. 

გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე  ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13200 ექსპერიმენტისა. მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი; აშშ ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა; იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში.

გამოჩენილი მეცნიერი დაიბადა 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში, დაამთავრა ჭიათურის მე-2 საშუალო სკოლა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1944 წელს გაანაწილეს სოფელ პერევისის საშუალო სკოლაში, სადაც 4 საგანს ასწავლიდა...

 

ღონისძიება მერიის ორგანიზებით გაიმართა.

"ჩვენთვის საამაყოა,რომ დღეს ვმასპინძლობთ ჩვენს სახელოვან თანაქალაქელს და ჩვენი დროის გამოჩენილ მამულიშვილს,გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ ელენე აბაშიძეს,რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა მეცნიერების ამ დარგს და გახლავთ ძალზე წარმატებული ქალბატონი არა მარტო საქართველოში,არამედ მის ფარგლებს გარეთ"-განაცხადა გივი მოდებაძემ.

ღონისძიების დასასრულს იუბილარმა მადლობა გადაუხადა მშობლიურ ქალაქს განსაკუთრებული ყურადღებისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა