"ახალგაზრდების ჩართვა თვითმმართველობაში აუცილებელია"
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ახორციელებს პროექტს "ღია თვითმმართველობა". პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, თვითმმართველობის პრინციპებისა და მუშაობის გაცნობაა.
პროექტი სამეტაპიანია. პირველ ეტაპზე მოხდა თეორიული სწავლება, მეორეზე სიმულაციური პარტიის შექმნა. მესამე ეტაპი სიმულაციური თვითმართველობის შექმნას დაეთმო.
პროექტის გენერალური მდივნის გვანცა თოთაძის განცხადებით, პროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართვა თვითმმართველობის საქმიანობაში. მონაწილეები მუშაობენ სტრატეგიულ გეგმებზე და ხედვებზე ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ ინფორმაცია, როგორ მუშაობს თვითმმართველობა და რა არის მოქალაქის მოვალეობა.
პროექტის მონაწილეები დღეს ქალაქის მერს შეხვდნენ. შოთა მურღულიამ მათ თვითმმართველობის მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართვა თვითმმაღთველობის მართვაში აუცილებელია.
"ღია თვითმმართველობის" პროგრამის ფარგლებში შევხვდით ახალგაზრდებს. ჩვენი ამაოცანაა ახლაგაზრდები მეტად დავაინტერესოთ, იყვენენ აქტიურები, მოითხოვონ მაქსიმალური ინფორმაცია და მიიღომ მართვაში მონაწილეობა. აუცილებელია კრიტიკა, მაგრამ მთავარი არ არის მხოლოდ კრიტიკა, უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამე არ მოსწონთ, თავინთი მოსაზრებები დააფიქსირონ"-განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















