|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთავარი არხისა" და ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გაიმართა

თბილისში "მთავარი არხისა" და ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მასშტაბური  აქცია გაიმართა.  მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები  პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ,  საიდან მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემათნენ. 

აქცია "მთავარი არხის" ოფისთან დასრულდა, სადაც  ტელეკომპანიის ჟურნალისტები, მიხეილ სესიაშვილი და ბექა ყორშია სიტყვით გამოვიდნენ.

მათი თქმით, "მთავარი არხი" არ გაჩერდება და გააგრძელებენ ბრძოლას, რომელსაც აუცილებლად გამარჯვებით დაასრულებენ. 

აქცია ოპოზიციური ტელეარხების მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების მიერ იყო ორგანიზებული. 

 დედაქალაქის პარალელურად მედიის სოლიდარობის აქცია ბათუმშიც გაიმართა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა