|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურა და უმუშევრობის პრობლემაა" - ზვიად შალამბერიძე

მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურა და უმუშევრობის პრობლემაა -განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

"უკვე 4 თვეა სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ვასრულებ, ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად შევისწავლე ყველა ის პრობლემა და გამოწვვევა, რომელიც იმერეთის წინაშე დგას. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს გაწერილი 2019-20 წლის გეგმები უკვე, მაქსიმალურად გავაკონტროლებთ რომ ეს პროეტები მაქსიმალურად შესრულდეს.  ინფრასტრუქტურული პროექტები ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და უმუშევერობის პრობლემებს რეალურად უფრო მალე აღმოვფხვრით, ვიდრე შეიძლებოდა. რიკოთზე  მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობა, სადაც უახლოეს 3 წლის განმავლობაში 5 ათასამდე ადგილობრივი დასაქმდება, ეს ძალიან დიდი ციფრია იმ პატარა რაიონისთვის, რაც ზესტაფონი და ხარაგაულია"-განაცხადა შალამბერიძემ. 

კითხვაზე, რომელ მუნიციპალიტეტშია შედარებით მეტი სირთულეები, რწმუნებულმა არ უპასუხა, მან ასევე არ ისაუბრა, თუ ვინ დაიჭერს მისი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობას. 

 შეგახსენებთ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა და პრემიერის მრჩეველმა რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარმა დღეს ოფიციალურად წარადგინეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა