|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავარი პროკურატურის მრჩეველი და მისი ძმა დააკავეს

გვიან ღამით სამართალდამცველებმა მთავარი პროკურატურის მრჩეველი, გიორგი ინწკირველი და მისი ძმა დააკავეს. შემთხვევა მცხეთის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები ერთ-ერთ მოქალაქეს, დავით ბელიაშვილს იარაღით დაემუქრნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბელიაშვილის ფეისბუქის პირადი გვერდიდან გავრცელდა. მომხდარი შსს-მ და მთავარმა პროკურატურამ მალევე დაადასტურეს.

გიორგი ინწკირველს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, იარაღის უკანონო ტარებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. მისი ძმა კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, რაც წვრილმან ხულოგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ინწკირველისთვის წარდგენილი ბრალდება 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა