"ევროპული საქართველო" მთავარი პროკურორის თანამდებობიდან განაყენებას ითხოვს
ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელის განცხადებით, ირაკლი შოთაძემ პასუხი "ციანიდის საქმესთან "დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო უნდა აგოს. ბაქრაძის თქმით, მთავარი პროკურორის "გაუაზრებელმა განცხადებამ ქვეყანა გაუგებრობის კასკადში შეიყვანა".
როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა ორშაბათიდან დაიწყებს ხელმოწერების შეგროვწებას, ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.
„ჩვენ ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლის გაუაზრებელმა განცხადებებმაც გამოიწვია მთელი კასკადი პოლიტიკური განცხადებების, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ამ გაუგებრობაში. ორშაბათიდან დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით. მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, შემოგვიერთდნენ ამ პროცესში. დღემდე არ გამოგვიყენებია კვოტა საპროკურორო საბჭოში, რადგან არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ივანიშვილის პროკურატურასთან. თუმცა, მომავალ კვირას დავაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი წარმომადგენელი შევიდეს საპროკურორო საბჭოში, რათა მან ამ საბჭოში დააყენოს მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნა. ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს”, - განაცხადა ბაქრაძემ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















