|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებით, მთავრობა ბოკერია - ივანიშვილის შეთანხმებას ასრულებს"

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი გენმდივნის შესაძლო გათავისუფლებას ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებად აფასებენ.

საკითხს პარტია "თავისუფალი საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ქუთაისში გამოეხმაურა.

როინ ხიჯაკაძის განცხადებით, ხელისუფლება  ბიძინა ივანიშვილისა და გიგა ბოკერიას შეთანმხების მეორე ნაწილს ასრულებს.

"გახმაურებული საქმეების პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი და ჩვენი აზრით, საზოგადოების საწინააღმდეგო ქმედება მიმდინარეობს, რომელსაც ჩადის მთავრობა. კერძოდ,  ვგულისხმობ, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება, სტრასბურგში სახალხო დამცველის მოწმედ გამოსვლის შესახებ, რაც გააპროტესტა და ამით ცდილობს გადაფაროს მთავრობის განზრახვა ევროსასამართლოში პროცესის წაგების შესახებ. ასევე  ცდილობს,  დამალოს მთავრობის კვალი.  რეალურად, ეს წარმოადგენს გიგა ბოკერიასა და ბიძინა ივანიშვილის შეთანხმებას.

პირველი ნაწილი იყო გიგი უგულავას გათავისუფლება. ამიტომ ეს არის არაკვალიფიციული განცხადება იუსტიციის მინისტრის, რომელიც ცდილობს უჩა ნანუაშვილს გადააბრალოს მერაბიშვილის გარშემო განვითარებლი მოვლენები. მინისტრს უნდა ესმოდეს, მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მაგრამ ამ დროისთვის ნანუაშვილი არ არის მოწმედ დაბარებული, მას აქვს გაკეთებული დასკვნა, რასაც უნდა აკეთებდეს სახალხო დამცველი",-აცხადებს როინ ხიჯაკაძე.

ის ვარაუდობს, რომ ქართული მხარის ქმედებას მოყვება მერაბიშვილის გათავისუფლება, რაც მისი თქმით, წარმოადგენს მთავრობის უკანონო ქმედებას.

ხიჯაკაძე მოუწოდებს მთავრობას თავი დაანანებოს ამგვარ თამაშს და ევროსასამართლოში წარსდგეს რეალური ფაქტებით. რადგან თვლის, მერაბიშვილი  არის დანაშაულებებში მხილებული, თუ ვადაზე ადრე გათავისუფლდა, ეს იქნება უკანონობა საზოგადოების წინაშე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა