მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება
ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მას პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს წარუდგენს.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს, კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს. ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, სავარაუდოდ, დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. ყოფილი "თავისუფალი დემოკრატი" ვიქტორ დოლიძე კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე განიხილება, დავით ბაქრაძე კი აშს-ს ელჩად გააგრძელებს მუშაობას.
უქმდება დიასპორის სამინისტრო და ის დეპარტამენტის სახით საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















